ტრამპმა ახალი თაობის “ყველაზე მომაკვდინებელი” საბრძოლო თვითმფრინავი F-47 წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მარტს ოვალურ ოფისში “მსოფლიოს პირველი მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი” F-47 წარადგინა და მისი წარმოებისთვის კონტრაქტი კომპანია Boeing-ს მიანიჭა.
ახალი თაობის საჰაერო დომინირების საბრძოლო თვითმფრინავის შესაქმნელად ერთმანეთთან კონკურენციაში კომპანიები Boeing და Lockheed Martin იყვნენ.
ტრამპის თქმით, “F-47 ყველაზე განვითარებული, ყველაზე ქმედუნარიანი, ყველაზე მომაკვდინებელი თვითმფრინავი იქნება, რომელიც ოდესმე შექმნილა. თვითმფრინავის ექსპერიმენტული ვერსია თითქმის უკვე 5 წელია, რაც ფარულად დაფრინავს და გვჯერა, რომ ის მასობრივად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაძლებლობებს”.
“ამერიკას მომავალი თაობები საჰაერო დომინირების ქვეშ ეყოლება ამ მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის გამო” – დაამატა -ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.
ჰეგსეთის თქმით, F-47 “ძალიან პირდაპირი გზავნილია ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ, და ჩვენი მტრებისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ, მომავალი თაობებისთვის მსოფლიოს გარშემო ძალა შეუფერხებლად ვაჩვენოთ”.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ ახალი F-47 მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დამზადდება, თუმცა რეპორტიორებს განუცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავის ღირებულებას ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს, რადგან ეს “ზოგიერთ ტექნოლოგიას გაამჟღავნებს”.
ამასთანავე, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ახალი საბრძოლო თვითმფრინავი რამდენიმე დრონთან ერთად იფრენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის თვითმფრინავი სრულად არ უჩვენებიათ და პროტოტიპი მხოლოდ წინა ხედით, ნაწილობრივ დაფარულად წარუდგინეს ხალხს.
წყარო: tabula.ge