ტრამპმა ატომური წყალქვეშა ნავების რუსეთის მახლობლად გადაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ატომური წყალქვეშა ნავების ს მახლობლად გადაყვანის ბრძანება გასცა და თქვა, რომ ასე დიმიტრი მედვედევის ბირთვულ მუქარას გამოეხმაურა:
“რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადების საფუძველზე, გავეცი ბრძანება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ბრიყვული განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდეც მიგვიყვანოს”