ტრამპმა ამერიკელებისადმი მიმართვა თავის მიღწევებსა და დემოკრატების კრიტიკას მიუძღვნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებსა და წინამორბედი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის კრიტიკას მიუძღვნა ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვა, რომელიც დაახლოებით ოც წუთს გაგრძელდა.
2026 წლის 20 იანვარს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი მეორე ვადით შეუდგა -ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას.
პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან 17 დეკემბერს მიმართა. მან ბაიდენს და დემოკრატიულ პარტიას დააკისრა პასუხისმგებლობა ინფლაციაზე, არალეგალურ მიგრაციასა და სხვა პრობლემებზე, რომლებსაც ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია წარმატებით უმკლავდება.
-ის პრეზიდენტის თანახმად, მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგია ქვეყანაში მიგრანტების არალეგალურად შეღწევის აღკვეთა და საწვავისა და კვების ზოგიერთი პროდუქტის გაიაფება. ტრამპმა ილაპარაკა იმპორტის გადასახადებთან დაკავშირებული სტრატეგიის შედეგებზეც, რამაც, მისი ინფორმაციით, ქვეყანას მოუტანა დამატებითი შემოსავლები და ერთ წელიწადში 18 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეეხო ამერიკელებისთვის მტკივნეულ, სამედიცინო დაზღვევის საკითხსაც და განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ფული უნდა მიიღონ არა სადაზღვევო კომპანიებმა, არამედ მოქალაქეებმა, რომლებიც თავად გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენონ სამედიცინო მიზნებით. ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგებს, მათ შორის გადასახადების შემცირებას, მომავალ წელს მეტად იგრძნობენ.
ტრამპის გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ამერიკული მედიასაშუალების კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტის მიერ მოყვანილი ზოგიერთი მონაცემი გადაჭარბებულია, მაგალითად, 18 ტრილიონი დოლარის ინვესტიციების შესახებ.
აშშ-ში 17 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ს ეკონომიკური პოლიტიკა გამოკითხულთა მხოლოდ 36%-ს მოსწონს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის ზოგიერთ ქალაქსა და შტატში ჩატარდა მერის და გუბერნატორის . რესპუბლიკელების კანდიდატები დემოკრატებთან დამარცხდნენ ნიუ-იორკში და ორ გადამწყვეტ შტატში, ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში. კომენტატორების დიდი ნაწილი დემოკრატების გამარჯვებას განიხილავდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკით ამომრჩევლების უკმაყოფილების ნიშნად.
2026 წლის ნოემბერში აშშ-ში ჩატარდება კონგრესის შუალედური . ამჟამად ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }