აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს მომავალში გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) დაფინანსებას და ასევე, კიდევ ერთხელ გამოიყვანს აშშ-ს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC).
ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ “ვერ შეასრულა თავისი მიზანი და კვლავ გამოიყენება იმ ქვეყნების დამცავად, რომლებიც ადამიანის უფლებათა საშინელ დარღვევებს სჩადიან”.