ტრამპი TikTok-ის აკრძალვის გადავადებას ითხოვს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა.
როგორც BBC წერს, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი TikTok-ის აკრძალვის წინააღმდეგია და ითხოვს თავად გადაჭრას ეს პრობლემა.სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.
TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში ედება. 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. -ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება.
უცხოური მედიის ცნობით, TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა.
ცნობისთვის, ტრამპი პრეზზიდენტობის პირველ ვადიაში TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს.