ტრამპი BRICS-ის წევრ ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი , BRICS-ის სახელმწიფოებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ბლოკი დოლარის კონკურენტ ვალუტას შემოიღებს. ცხრა ქვეყნისგან შემდგარ ალიანსს, გლობალურ ვაჭრობაში აშშ დოლარის დომინირების შესუსტების მიზნით, საკუთარი ვალუტის შექმნა ბრაზილიისა და რუსეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა შესთავაზეს, თუმცა პროგრესი, შიდა უთანხმოებამ შეანელა.
ტრამპი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება, სხვადასხვა მიმართულებით ტარიფების გაზრდის მოწოდებებით წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გამოდიოდა. ეს კონკრეტული გზავნილი კი, BRICS-ისკენაა მიმართული, რომლის წევრ სახელმწიფოებს შორის არიან: , ჩინეთი, ბრაზილია, ირანი, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ტრამპის თქმით, ის არ აპირებს უყუროს BRICS-ის სახელმწიფოებს, თუ როგორ შორდებიან აშშ დოლარს და ამის საწინააღმდეგოდ არაფერი მოიმოქმედოს.
BRICS-ის წევრებს ტრამპმა საკუთარი სოციალური მედია პლატფორმა Truth Social-ის საშუალებით მიმართა და მოსთხოვა, არც საკუთარი ვალუტის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღონ და არც სხვა ვალუტას დაუჭირონ მხარი, რომლითაც აშშ დოლარს ჩაანაცვლებენ: “წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ და დაკარგავენ წვდომას ამერიკის შესანიშნავ ბაზარზე”.
ტარიფები ტრამპის ეკონომიკური ხედვის ცენტრალური ნაწილია. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ტარიფებს აშშ-ის ეკონომიკის ზრდის, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და საგადასახადო შემოსავლების გაზრდის საშუალებად განიხილავს.
რაც შეეხება BRICS-ის საერთო ვალუტის შემოღების იდეას: აშშ დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იდეა პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო და სილვამ 2023 წელს გააჟღერა. BRICS-ის ვალუტებისა და საბანკო ქსელების გამოყენებამ, აშშ დოლარში დენომინირებული სისტემის მიღმა, შესაძლოა საშუალება მისცეს წევრ ქვეყნებს, როგორიცაა , ჩინეთი და ირანი, დასავლეთის სანქციებს გვერდი აუარონ.
მიუხედავად ამისა, ალიანსის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განსხვავების გამო, საერთო ვალუტის შემოღების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია. ოქტომბერში, რუსეთში, BRICS-ის ქვეყნების სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ჯგუფი „ამ საკითხს არ განიხილავს“.
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…