ტრამპი BRICS-ის პოლიტიკის მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებით 10%-იანი ტარიფებით ემუქრება – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.
„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS ანტიამერიკულ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, დამატებით 10%-იან ტარიფს დავუწესებთ და გამონაკლისი აქ არ იქნება“, – წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში.
BRICS ლიდერთა სამიტი რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობს.