ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეტანილ საქონელზე.
ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ხანგრძლივი სავაჭრო დისბალანსი აზიის ამ ორ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოსთან.
-ის პრეზიდენტი უკვე გარკვეული პერიოდია გამოდის განცხადებებით, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებს თავ-თავიანთი გადასახადების თაობაზე წერილები უნდა გაეგზავნოთ.
პარასკევს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა – “რამდენიმე წერილს ხელი მოვაწერე და ისინი ორშაბათს გაიგზავნება”.
გავრცელებულ წერილებში ტრამპი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს მიმართავს – “გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ აშშ-ის არაორდინარულ ეკონომიკაში – დიდი უპირატესობით მსოფლიოს ნომერ პირველ ბაზარში”.
“გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის!” – ასე ამთავრებს ტრამპი წერილებს, რომლებიც მისი სოციალური მედიით, Truth Social-ით გავრცელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…