ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმების შესახებ საუბარი ჰქონდა, რომელიც ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს.
თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისრაელმა „ჰამასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები მიიღო.
„ჰამასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი გარიგება ღაზის სექტორში ომს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!