ტრამპი წელს აშშ-დან 1 მლნ მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს – WP

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაცია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 30 ქვეყანასთან, რათა მიიღონ დეპორტირებული ადამიანები, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები. თქვა ორმა ოფიციალურმა პირმა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერის, ტრიშ მაკლაფლინის თქმით, მარტის ბოლოსთვის 100 000-ზე მეტი ემიგრანტი იქნა დეპორტირებული. მას შემდეგ, მისი თქმით, დეპორტაციის რიცხვი კიდევ 17000-ით გაიზარდა.
როგორც WP აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია გაუჭირდება, არის ის, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის რაოდენობა, რომელიც ტრადიციულად დეპორტაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, მკვეთრად შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ