ტრამპი ძალის გამოყენებით გრენლანდიის ანექსიას არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, თუ ამას გრენლანდიის ანექსიისთვის საჭიროდ მიიჩნევს. კვირას, 4 მაისს, „ენ ბი სი ნიუს“-თან ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, არქტიკული კუნძული ძალიან სჭირდება.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამხედრო ძალის გამოყენებას, მან უპასუხა: „ამას არ გამოვრიცხავ. არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“.
„გრენლანდიას ჰყავს ძალიან მცირე მოსახლეობა, რომელზეც ჩვენ ვიზრუნებთ, ისინი გვეყვარება და ასე შემდეგ. ჩვენ ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – აღნიშნა მან.
უკვე რამდენიმე თვეა, -ს პრეზიდენტი საჯაროდ გამოთქვამს სურვილს, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების „ნაწილი“ გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, ოფიციალური ვაშინგტონი, თავისი მიზნით მისაღწევად, არასდროს გამორიცხავდა სამხედრო ძალის გამოყენებას.
მსოფლიოს უდიდესი კუნძულის „შეძენის“ იდეით, ტრამპმა ევროპა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გააღიზიანა.
გრენლანდია, გეოგრაფიულად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, რომელიც არქტიკაშია გადაჭიმული. ეს უზარმაზარი კუნძული მნიშვნელოვანია, გლობალური კლიმატისა და არქტიკაზე სამხედრო კონტროლის თვალსაზრისით.
ასევე მიიჩნევა, რომ გრენლანდია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ -იშვიათი ლითონებით და ნახშირწყალბადებით. ამასთან, ტერიტორიაზე, სადაც კუნძული მდებარეობს, გადის საზღვაო მარშრუტები, რომლებიც თანდათან სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
როგორც გრენლანდიის, ისე დანიის მთავრობები აშშ-ს პრეზიდენტის ამბიციებს იგნორირებას უკეთებენ.
დონალდ ტრამპმა ასევე არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ კანადა აშშ-ს „51-ე შტატი“ გახდეს. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს „გუბერნატორიც“ კი უწოდა. ექსპერტების აზრით, ტრამპის ასეთმა პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კანადაში ბოლოს ჩატარებული ს შედეგებში – გაიმარჯვეს ლიბერალებმა, კერძოდ კი ტრიუდოს მემკვიდრემ, მარკ კარნიმ, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვებში მას 25 პროცენტული პუნქტით დაბალი რეიტინგი ჰქონდა.
ამასთან, „ენ ბი სი ნიუს“-თან ინტერვიუში რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ კანადის ანექსიის სამხედრო ვარიანტს არ განიხილავს.
წყარო: 1 არხი