Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აგრესიული სავაჭრო ინიციატივას, რომელიც შვეიცარიას ეხება, შვეიცარიული აქციების ფასი 4 აგვისტოს მკვეთრად დაეცა. შვეიცარიის საბაზრო ინდექსი – Swiss Market Index-ი გახსნისას 1.9%-ით დაეცა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა. დილის კლება 0.88%-მდე შემცირდა, თუმცა ინვესტორები კვლავ შეშფოთებულები არიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა 39%-იანი საექსპორტო ტარიფების შესახებ გამოაცხადა, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის ძვირფას საათებზე, საბანკო მომსახურებასა და, პოტენციურად, ფარმაცევტულ პროდუქტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ წამლებზე ოფიციალურად ჯერ არ დაწესებულა გადასახადები, ექსპორტიორები შიშობენ დამატებითი გადასახადების გამო.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ Novartis AG და Roche Holding AG – მთავარი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც შვეიცარიის საბაზრო ინდექსის თითქმის მესამედს შეადგენენ.
თავის მხრივ, შვეიცარიული ფრანკი ევროსთან მიმართებაში 0.3%-ით დაეცა.
ტრამპი ტარიფებით არ შემოიფარგლა. გასულ კვირას მან წერილები გაუგზავნა 17 მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას, მათ შორის Roche-ს (მისი აშშ-ის შვილობილი კომპანია Genentech-ის მეშვეობით) და Novartis-ს, და მოითხოვა, რომ Medicaid-სთვის უკვე ხელმისაწვდომი მედიკამენტების ფასები შეემცირებინათ. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მათ, რომ მომავალი მედიკამენტები სამართლიან ფასად გამოვიდეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული პროდუქცია დროებით გამოირიცხა საბაჟო სიიდან, მრეწველობის ამ დარგს რთული პერიოდი ელის.