ტრამპი შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში შეხვდეს

დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „თაიმსი” ავრცელებს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ -სა და ჩინეთს შორის სავაჭრო გარიგებების სერიამ ტრამპი აიძულა, გადაეხედა პეკინის მიმართ მტრული კურსისთვის, რამაც გამოიწვია სპეკულაციები ამერიკელი ლიდერის ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო აღლუმზე შესაძლო მოწვევის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად არის დაგეგმილი.
ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლს პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში ჩინეთს ეწვევა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი და იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ჩინეთის ხალხის წინააღმდეგობის ომისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 3 სექტემბერს პეკინში გაიმართება. აღლუმზე ჩინეთი აჩვენებს საკუთარ წარმოების აღჭურვილობას, რომელიც ექსპლუატაციაშია.