ტრამპი: შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა “პროდუქტიული” იყო და დაამატა, რომ დღესვე NATO-სა და ზელენსკის დაურეკავს.

ტრამპის თქმით, პუტინთან “მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა.” თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება.”

“ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის” – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

ცნობისთვის, ალასკაში ტრამპისა და პუტინის გუნდებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 3 საათამდე გაგრძელდა. სამიტის ბოლოს სა და აშშ-ს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია 12 წუთამდე გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ორივე მათგანმა ოთახი რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა.