ტრამპი: შანსი არაა, BRICS-მა დოლარი სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ „შანსი არ არის, BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარი“ სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს“.
ტრამპი, – რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს შედგება, – პლატფორმა X-ზე წერს, რომ „იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს დაშორდნენ და ჩვენ ამას გვერდიდან [უდარდელად] ვუყურებთ, დასრულდა“.
„ბრიკსის“ ქვეყნები წლებიან, განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, – რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, -ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზას წარმოადგენს. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის – ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის – ალტერნატიულ სისტემაზე.
დონალდ ტრამპმა პირველ დეკემბერს X-ზე დაწერა, რომ თუკი BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას შექმნიან, მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს:
„ჩვენ მოვითხოვთ ამ ქვეყნებისგან, რომ მათ არც BRICS-ის ახალი ვალუტა არ შექმნან და არც სხვა რომელიმე ვალუტას დაუჭირონ მხარი უძლეველი აშშ დოლარის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფები და დამშვიდობება მოუწევთ აშშ-ის ბრწყინვალე ეკონომიკაზე წვდომასთან. ადგნენ და ვინმე სხვა „სულელი“ იპოვონ“!
ტრამპის განცხადებით, „არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას ეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას“.
„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა.
წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:
ბრაზილია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, და ეთიოპია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…