ტრამპი: უკრაინისთვის Patriot-ები უკვე გაიგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკვე გაიგზავნა სარაკეტო-საზენიტო სისტემები Patriot. მათი რაოდენობა ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 15 ივლისს ენდრიუსის ავიაბაზაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ სისტემებს გერმანიიდან მიიღებს. დონალდ ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღის საფასურს გადაიხდის ნატო, ზოგიერთ შემთხვევაში კი – პირდაპირ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
14 ივლისს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ვაშინგტონში -ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადასაცემად მზადდება Patriot-ის ტიპის ორი სისტემა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის Patriot-ებს.
ს განცხადებითვე, თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, ს სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ფორუმი