ტრამპი: უკმაყოფილო ვარ, რასაც პუტინი აკეთებს, ის ხალხს უმიზეზოდ კლავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 სექტემბერს ოვალურ კაბინეტში გამოსვლის დროს მკაცრად გააკრიტიკა ს პრეზიდენტი ში ომის გამო.
“ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რასაც რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკეთებს. ის ხალხს უმიზეზოდ კლავს”, – თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მან თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის.
“ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ”, – აღნიშნა -ის პრეზიდენმა და დასძინა, რომ სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის.
“ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს ომი ჩვენი ომი რომ ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით”, – აღნიშნა მან.
ოვალურ კაბინეტში საუბრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხა, კვლავ თვლიდა თუ არა ის, რომ კიევს შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ – “დიახ, მათ ამის შანსი აქვთ”.
გაზეთი Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ს პოზიციის შეცვლა უკრაინის შესაძლებლობებზე რუსეთის დამარცხების საკითხში მოჰყვა ამერიკელი ოფიციალური პირების ბრიფინგებს ფრონტის ხაზის ამჟამინდელი ვითარებისა და უკრაინის შესაძლო სამომავლო შეტევების შესახებ.