ტრამპი სამხრეთ აფრიკას დახმარების შეწყვეტას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეაჩერებს სამხრეთ აფრიკის ყველა ფინანსურ დახმარებას. ამ ქვეყნის ხელისუფლება მიწას კონფისკაციას უკეთებს და” ადამიანთა გარკვეულ კლასებს ” უკიდურესად ცუდად ექცევა, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ TruthSocial-ში.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ შემთხვევებზე ან ადამიანებზე საუბრობდა, მაგრამ აღნიშნა, ომ სამხრეთ აფრიკაში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა ხდება, რასაც შეერთებული შტატები არ შეეგუება.
ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, -ის მთავრობის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ამერიკული დახმარების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 440 მილიონი დოლარი შეადგინა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ, “დიდი 20-იანი” ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ადრე თქვა, რომ მან მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და იმედი გამოთქვა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

20 იანვარს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა და მეორე ვადის პირველ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უცხო ქვეყნებისთვის დახმარების პროგრამების შეჩერების ბრძანებას აძლევს.