ტრამპი: სამხედრო კუთხით ირანთან ომი მოგებულია, რეჟიმი -ს სურვილისამებრ უნდა მოიქცეს

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტზე, თეირანთან მოლაპარაკებების ძალისხმევასა და მომდევნო ნაბიჯებზე ილაპარაკა.
ტრამპის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით -მ ირანთან ომში უკვე გაიმარჯვა: “ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო და საჰაერო ძალები, ასევე მათი რაკეტების უმეტესობა და საკომუნიკაციო საშუალებებიც… და ყველაზე მნიშვნელოვნად, ჩვენ გავანადგურეთ მათი ჰაერსაწინააღმდეგო აპარატი… ჩვენ პირდაპირ თეირანის თავზე თავისუფლად დავფრინავთ და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ… და კიდევ ერთი რამ, ჩვენ მათი ლიდერებიც გავანადგურეთ.” – განმარტა მან.
თითქმის 40-წუთიან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, შეშლილ ადამიანს ან ცუდ იდეოლოგიას ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალება მისცე”.
თეირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ “ძალიან თავაზიანად ითხოვა” მეტი დროის მიცემა, თუმცა, ტრამპმა დაამატა, რომ თუკი ხამენეის რეჟიმი ისე არ მოიქცევა, როგორც აშშ-ს სურს, ამერიკა მათ ელექტროსადგურებს გაანადგურებს: “ამიტომ, მათ 10-დღიანი ვადა მივეცი,” თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებდა და დაამატა, რომ ირანის რეჟიმთან მოლაპარაკებები “ძალიან კარგად” მიმდინარეობს.
ამას გარდა, ტრამპმა აღნიშნა, რომ მის ამომრჩევლებს “უყვართ ის ფაქტი, რომ მათ ბირთვული ბომბის მქონე ვიღაც” არ დაემუქრებათ. “მიზეზი ის არის, რომ მათ მოსწონთ, როცა ჩვენს ქვეყანას ბირთვული იარაღის მქონე შეშლილებისგან ვიცავ.” – დაამატა მან.
მანამდე NBC News-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის MAGA მოძრაობის მომხრე თვითიდენტიფიცირებული რესპუბლიკელების 90% ირანზე იერიშების მიტანას ემხრობოდა, ხოლო წინააღმდეგი 5% იყო.
ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, გეია.
ტრამპის თქმით, CIA-მ მას აცნობა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, გეია