ტრამპი: სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის რუსეთთან უფრო იოლია ურთიერთობა, ვიდრე უკრაინასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 მარტს განცხადება გააკეთა საგარეოპოლიტიკურ თემებზე.
მისი თქმით, ის თვლის, რომ პროდასავლურ ქვეყანასთან ომის დასრულების მიზნით უფრო “იოლია”რუსეთთან, ვიდრე სთან ურთიერთობა და რომ ის ენდობა ს პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. “მე მჯერა მისი” – თქვა მან რუსეთის პრეზიდენტის შესახებ – იტყობინება AFP-ის.
“სიმართლე გითხრათ, უფრო რთულია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე უკრაინასთან და მათ არ აქვთ [ხელში] კარტები”- განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით მუქარის მიუხედავად, ტრამპმა თქვა, რომ ესმის, რატომ წამოიწყეს რუსეთის ძალებმა მოულოდნელად მასიური დაბომბვა უკრაინაში 7 მარტს.
“მართლაც ვფიქრობ, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ყველა გააკეთებდა მის ადგილას” – განაცხადა -ის პრეზიდენტმა.
„პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და იცით, მას ომის დასრულება სურს“, – თქვა მან.
„ვფიქრობ, ის უფრო გულუხვი იქნება, ვიდრე უნდა იყოს და ეს ძალიან კარგია. ეს ბევრ კარგს ნიშნავს.”
ტრამპის თქმით, ზელენსკი, რომელიც მოითხოვს დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდეს, რისკავს, რომ აშშ აღარ ჩაერევა ამ საქმეში.
„არ ვიცი, რისი მოგვარება სურთ. თუ მათ არ უნდათ მოგვარება, ჩვენ გავალთ, რადგან ჩვენ გვსურს, რომ მოაგვარონ. “მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ შეწყდეს სიკვდილი” – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება