აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნორვეგიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა დათმობები შესთავაზა რუსეთმა მშვიდობასთან მიახლოების გზაზე, უპასუხა, რომ რუსეთმა დათმობის სახით ომის შეწყვეტა და უკრაინის მთლიანად დაკავებაზე უარის თქმა შესთავაზა.
“[რუსეთმა, დათმობის სახით] ომის შეწყვეტა და მთელი ქვეყნის დაკავებაზე უარის თქმა [შემოგვთავაზა]… ეს საკმაოდ დიდი დათმობაა” – განაცხადა ტრამპმა.