ტრამპი ს წინააღმდეგ „ძალიან მკაცრი“ სანქციებით იმუქრება

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ს წინააღმდეგ „ძალიან ძლიერი“ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ბრაიან კილმიდთან ინტერვიუში განაცხადა.
კილმიდმა ტრამპს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას -ის პრეზიდენტის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული 28-პუნქტიანი გეგმის განხილვის ფონზე.
ტრამპმა უპასუხა, რომ მას არ ჰქონია განზრახული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა – მისი სიტყვებით, ის მზადაა კრემლს ახალი შეზღუდვები დაუწესოს. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვები მალე ამოქმედდება.
ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კიევმა 27 ნოემბრამდე უნდა მიიღოს შეთავაზებული პირობები.
თუმცა, „The Wall Street Journal“-ის ცნობით, „ამერიკული შეთანხმება“ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის და მისი „დიდ რვიანში“ დაბრუნების შესაძლებლობას.
გეგმა უკრაინისთვის 10-წლიან უსაფრთხოების გარანტიებსაც ითვალისწინებს, მაგრამ არ ავალდებულებს შეერთებულ შტატებს პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის, სა სფეროებში და არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების სფეროში.
თვის მხრივ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა მაც ისაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართულ მოლაპარაკებებზე.
„ჩვენ თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და აშშ-ის არმიის მდივან დრისკოლთან. განვიხილეთ ომის დასრულების ამერიკული წინადადების მრავალი დეტალი და ვმუშაობთ იმაზე, რომ წინსვლის გზა ღირსეული და ნამდვილად ეფექტური იყოს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამერიკასთან და ევროპასთან საკონსულტაციო დონეზე, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა ნამდვილად ეფექტური გავხადოთ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე.
ფორუმი