ტრამპი: რესპუბლიკელები მუშაობენ მკაცრ სანქციებზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესი აქვთ

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 ნოემბერს, უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნების წინ, ტრადიციულად უპასუხა მედიის რამდენიმე შეკითხვას. ერთ-ერთი ეხებოდა იმას, ხომ არ დადგა დრო, კონგრესმა გადადგას ნაბიჯი ში ომის დასასრულებლად ს პრეზიდენტზე ზეწოლის მიზნით.
ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესი აქვთ. ტრამპის თანახმად, იგივე შესაძლოა, ირანსაც შეეხოს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არაერთხელ გადაიდო კენჭისყრა რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის 500%-ით დაბეგვრას.
კონგრესის ხელმძღვანელები კენჭისყრის გადადების მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებით ცდილობდა, რუსეთი დაეთანხმებინა ში ომის დასრულებაზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამავე მიზეზით თავს იკავებდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან, კრემლთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ არა მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც მაგალითად, ჩინეთია, არამედ შეერთებული შტატების მოკავშირეებსაც.
მათ შორის რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს და გათხევადებულ გაზს ყიდულობენ თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სამხრეთი კორეა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“