ტრამპი: რესპუბლიკელების კანონპროექტით, რუსეთთან საქმიან ურთიერთობაში მყოფები დასანქცირდებიან

-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რესპუბლიკელები მუშაობენ კანონმდებლობაზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა ექნება, მათ შორის ეკონომიკური.
მისი თქმით, ამ სიას შესაძლოა ირანიც დაემატოს.
“როგორც იცით, მათ [რესპუბლიკელებს] ეს მე შევთავაზე. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა”, – ამბობს .
Reuters-ის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი სენატორი კვლავ ცდილობს, დონალდ ტრამპს წარუდგინოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს – კერძოდ, საუბარია ტარიფების დაწესებაზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, ასევე, იმ საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებიც ს ენერგეტიკულ სექტორთან საქმიან ურთიერთობებს დაამყარებენ.