ტრამპი: რაკეტები „ტომაჰავკი“ მრავლად გვაქვს, მაგრამ თავადაც გვჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ბოლო ხანს არაერთხელ ილაპარაკა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის“ გადაცემის შესაძლებლობაზე, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ ტიპის რაკეტები მრავლად აქვთ, მაგრამ თავადაც სჭირდებათ.
ტრაპმა ეს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი „ტომაჰავკი“ აქვთ, თავადაც სჭირდებათ და ქვეყანას ამ ძალიან ძლიერი და ზუსტი რაკეტების გარეშე ვერ დატოვებენ.
ტრამპის თანახმად, პუტინს ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ მის მეტოქეს რამდენიმე ათასი „ტომაჰავკი“ გადასცეს და მას ეს იდეა არ მოეწონა.
16 ოქტომბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უახლოეს ხანში უნგრეთში შეხვდება.
მოსკოვში 16 ოქტომბერს, ღამით გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს სთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო მიწოდების საკითხიც და პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ეს რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ არსებითად დააზიანებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას „რომ აღარაფერი ითქვას მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივებზე”(ში).
დღეს, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, ს და ს შეხვედრა. მას წინ უძღოდა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრები 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემა.
ფორუმი