ტრამპი პუტინს შესაძლოა, საუდის არაბეთში შეხვდეს

ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 12 თებერვალს თეთრ სახლში უთხრა, პუტინთან სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თანახმად, საუდის არაბეთის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც თარიღია შეთანხმებული, თუმცა შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში შედგება.
ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პუტინთან შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც, ტრამპმა უპასუხა, რომ პირველ ჯერზე არა და შემდეგ ნახავენ, რა შეიძლება გაკეთდეს მეორე შეხვედრისთვის.
12 თებერვალს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.
თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე -ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ.
12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)