ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს – გამოცემა “ტელეგრაფი”

„ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს“, – სტატიას ამ სათაურით The Telegraph-ი აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
გამოცემა წერს, რომ -ის პრეზიდენტმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი გააგზავნა მოსკოვში, რათა მათ ეს წინადადება პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გააჟღერონ.
„როგორც ჩანს, ტერიტორიების აღიარების გეგმა, რომელიც -ის დიპლომატიურ კონვენციას არღვევს, შესრულდება, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად“, – წერს გამოცემა.
The Telegraph-ის წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ევროპელების პოზიცია. „ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – აცხადებს წყარო.
პარასკევს კრემლში განაცხადეს, რომ თავდაპირველი სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი მიიღეს, რომელიც ჟენევაში უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს