ტრამპი: პუტინი სულ შეიშალა!

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ შეიშალა და კარგს არც უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს.
რუსეთის მიერ უკრაინაზე 25 მაისს განხორციელებული მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მას „რაღაც დაემართა“ და „ის აბსოლუტურად შეიშალა“.
ტრამპის განცხადებით, პუტინი კლავს უამრავ ადამიანს და არა მხოლოდ ჯარისკაცებს და უკრაინის ქალაქებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ესვრიან რაკეტებს და დრონებს.
-ის პრეზიდენტის თანახმად, ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინს მთელი უკრაინის დაპყრობა სურს და თუ ამას გააკეთებს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც „თავის ქვეყანას კარგს არაფერს უკეთებს“ და ყველაფერი, რასაც ამბობს, „პრობლემებს იწვევს“.
-ის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა ტრამპის, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ჩააქროს „არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის გამო გაჩენილი დიდი და მახინჯი ხანძრები“.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. ტრამპის ადმინისტრაცია უშედეგოდ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს.
მოლაპარაკებების პროცესში დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ.
ფორუმი