ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. სრულიად შეიშალა“, – დაწერა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
„უსაფუძვლოდ კლავს უამრავ ადამიანს, და მხოლოდ ჯარისკაცებზე არ მაქვს ლაპარაკი. რაკეტებსა და დრონებს უშენებენ უკრაინის ქალაქებს – აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას სურს მთლიანი , და არა მხოლოდ მისი ნაწილი, და შეიძლება ეს მართლა ასე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე იქნება, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!“ – განაცხადა ტრამპმა.
მან გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტიც და თქვა, რომ თავის ქვეყანას კარგს არ უკეთებს იმით, თუ როგორც ლაპარაკობს.
„მის პირიდან ყოველი სიტყვა პრობლემას ქმნის – ეს არ მომწონს და სჯობს, შეწყდეს. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი, არა – „ტრამპის“. მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო დიდი და საშინელი ცეცხლი, რომელიც გაჩნდა საშინელი არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის შედეგად“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…