აშშ-მა და რუსეთმა ბუდაპეშტში ტრამპი-პუტინის შეხვედრისთვის მზადება შეაჩერეს – ამის შესახებ NBC News თეთრი სახლის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხარეები მოლაპარაკებებისთვის საკმარისად მომზადებულები არ არიან
მანამდე, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის იმედი, რომ ვლადიმერ პუტინს დაჩქარებულად შეხვდება, შეიძლება არ გამართლებულიყო. CNN-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის “მოსალოდნელი შეხვედრა დროებით გადაიდო”. მიზეზი უცნობია, თუმცა გამოცემა ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუბიოს და ლავროვს “განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლო დასრულების შესაძლებლობის მიმართ”.
20 ოქტომბერს რუბიომ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი შეხვედრა, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი
