აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ პაკისტანმა და ინდოეთმა აშშ-ს შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
“აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას” – ეს არის ინფორმაცია, რომელიც დონალდ ტრამპმა 10 მაისს გაავრცელა.
აშშ-ს პრეზიდენტამდე ორ ქვეყანას შორის ვითარების დასტაბილურება სცადა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელმაც მზაობა გამოთქვა მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართვაზე.
10 მაისის დილას ახალი სამხედრო შეტევა პაკისტანმა წამოიწყო ინდოეთის წინააღმდეგ რაც პაკისტანის თქმით იყო პასუხი ინდოეთის მხრიდან მათ სამხედრო ბაზებზე მიტანილ შეტევებზე.
ინდოეთი ამბობს რომ პაკისტანის თავდასხმის სამიზნეები არის არ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ობიექტებიც.
როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი საუბრობს მსხვერპლზე.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიურ დაძაბულობას “დიდი შვიდეულის” ქვეყნების მხრიდან 9 მაისს თავშეკავებისკენ და პირდაპირ დიალოგზე გადასვლის მოწოდება მოყვა.
ფორუმი
