ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად

აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ზედიზედ მესამედ.
თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპი შეხვეული ყურით გამოჩნდა. დამსწრეები მას შეხვდნენ შეძახილებით „ბრძოლა! ბრძოლა! იბრძოლე!”.
რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა 15 ივლისს, მილუოკიში გაიხსნა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ოფიციალურად მიიღებს ნომინაციას და და სიტყვით გამოვა ხუთშაბათს საღამოს.
დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ოჰაიოს შტატიდან ჯეიმს დევიდ ვანსი დაასახელა.
ვანსი ყოფილი სამხედროა – მსახურობდა საზღვაო ფლოტში. მოგვიანებით დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
„39 წლის ვანსი ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი იყო 2016 წელს, შემდეგ კი გახდა პრეზიდენტის გულმხურვალე დამცველი, ეთანხმებოდა რა მის ცრუ პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ”, – წერს Reuters ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს