ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად

-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ზედიზედ მესამედ.
თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე შეხვეული ყურით გამოჩნდა. დამსწრეები მას შეხვდნენ შეძახილებით „ბრძოლა! ბრძოლა! იბრძოლე!”.
რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა 15 ივლისს, მილუოკიში გაიხსნა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ოფიციალურად მიიღებს ნომინაციას და და სიტყვით გამოვა ხუთშაბათს საღამოს.
დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ოჰაიოს შტატიდან ჯეიმს დევიდ ვანსი დაასახელა.
ვანსი ყოფილი სამხედროა – მსახურობდა საზღვაო ფლოტში. მოგვიანებით დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
„39 წლის ვანსი ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი იყო 2016 წელს, შემდეგ კი გახდა პრეზიდენტის გულმხურვალე დამცველი, ეთანხმებოდა რა მის ცრუ პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ”, – წერს Reuters ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”