ტრამპი: ნიგერიაში ისლამისტ ტერორისტებს გავანადგურებთ, თუ ქრისტიანების მკვლელობა არ შეწყდება

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ომის დეპარტამენტს ნიგერიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის მომზადება დაავალა.
ტრამპი ქვეყანას ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერებისთვის არასაკმარის ძალისხმევაში ადანაშაულებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც -ის პრეზიდენტი ნიგერიაში ქრისტიანების „მასობრივ ხოცვა-ჟლეტას“ აკრიტიკებს, მან ასევე დაწერა, რომ შეერთებული შტატები „დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყველა სახის დახმარებას“, ხოლო ნიგერიის მთავრობას „სწრაფად მოქმედებისკენ“ მოუწოდა.
“[აშშ] შესაძლოა, სრულიად შევიდეს ამ ამჟამად შერცხვენილ ქვეყანაში, “ცეცხლის გახსნით”, რათა სრულად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეებს სჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. თუ შევუტევთ, ეს იქნება სწრაფი, დაუნდობელი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ავაზაკები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს! უდანაშაულო ქრისტიანების მკვლელობა ნიგერიაში – და ყველგან – დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ომის დეპარტამენტი ემზადება მოქმედებისთვის. ნიგერიის მთავრობა დაიცავს ქრისტიანებს, ან ჩვენ დავხოცავთ ისლამისტ ტერორისტებს, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეებს სჩადიან“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.