„ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე არც ერთი კითხვა არ არსებობს“ – ბაიდენი

-ის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ The Hill-ი წერს.
ასე გამოეხმაურა კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპისთვის შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.
„მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა თავად დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „დიქტატურის დასაწყისია“.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”