ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოანთან თანამშრომლობას რუსეთ-უკრაინის ამ უკვე სასაცილო, თუმცა მკვლელი ომის დასასრულებლად – „ახლა!““

5 მაისს -ის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს ში ომის დასრულებაზე ესაუბრა.
დონალდ ტრამპი თავის პოსტში “შესანიშნავს” უწოდებს რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ურთიერთობის გამოცდილებას, 2018 წელს, მისი თხოვნით, თურქეთის ციხეში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებას იხსენებს და მოკლედ წერს ორშაბათის სატელეფონო საუბრის შესახებ:
„ახლახან მქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოანთან, ბევრ საკითხზე, რუსეთ-უკრაინის ომის, სირიაზე ყველაფრის, ღაზის და ა.შ. ჩათვლით.
პრეზიდენტმა მიმიწვია თურქეთში და შესაბამისად ის ჩამოვა ვაშინგტონში.
ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოანთან იყო შესანიშნავი. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე, მათ შორის, მან ხელი შეუწყო პატიმრობაში მყოფი პასტორის – ენდრიუ ბრანსონის დაბრუნებას აშშ-ში – მყისიერად, ჩემი თხოვნისთანავე.
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოანთან თანამშრომლობას რუსეთ/უკრაინის ამ უკვე სასაცილო, თუმცა მკვლელი ომის დასასრულებლად – „ახლა!““ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ის გვერდზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ