“მომესმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სასხვათაშორისოდ ისროლა სიტყვა “N” (ბირთვული!) და თქვა, რომ სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს გადასცემდნენ? ნამდვილად თქვა ეს თუ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? თუ ეს ნამდვილად თქვა და თუ დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამაგებინეთ. სიტყვა “N”-ს ასე სასხვათაშორისოდ არ უნდა მოვეპყრათ. ალბათ ამიტომ არის პუტინი “ბოსი”. სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი “ტექნიკა” კვირას დიდებული იყო, გაცილებით ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რომელიც გვაქვს, რომელიც სხვებისას 20 წლით უსწრებს, ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავებია. ისინი ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი იარაღებია, რომლებიც ოდესმე დამზადებულა. ცოტა ხნის წინ 30 Tomahawk-ი ვისროლეთ და 30-ივე თავის სამიზნეს იდეალურად მოხვდა. ასე რომ, ჩვენს დიდებულ მფრინავ-გამანადგურებლებთან ერთად, მადლობა თქვენ, კაპიტანო და ეკიპაჟო!” – წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
