ტრამპი მიანიშნებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ს თქმით, ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ “შესაძლოა ამოქმედდეს” დამატებითი სანქციები – იმ ფონზე, როცა მოსკოვი კვლავ უგულებელყოფს ვაშინგტონის ძალისხმევას ში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
“იცით, ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ სანქციებზე და მას ესმის, რომ ისინი შესაძლოა დაწესდეს” – თქვა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა ტრამპმა 4 ივლისს.
ტრამპმა განმარტა მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ “იმედგაცრუებულია” პუტინთან 3 ივლისს გამართული სატელეფონო საუბარით.
“მას სურს ბოლომდე იაროს, გააგრძელოს ხალხის ხოცვა, ეს არაა კარგი” – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კრემლის ლიდერით “ძალიან უკმაყოფილოა”.
რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, სთან – რომელმაც ამ ლაპარაკს უწოდა “ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო”.
ზელენსკი -ს მოუწოდებს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ – რამაც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ უნდა უბიძგოს.
გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპს რუსეთისთვის არ დაუწესებია ახალი სანქციები. ექსპერტები ამბობენ, რომ მისმა ადმინისტრაციამ შეარბილა არსებული სანქციების მოქმედება.
ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკის ესაუბრა საჰაერო თავდაცვის შესახებ – რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთმა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა სა და სხვა ქალაქების საჰაერო დაბომბვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!