ტრამპი მასკის მიერ მხარდაჭერილ საიმიგრაციო ვიზებს (H-1B) ემხრობა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NEW YORK Post-ს განუცხადა, რომ მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის საიმიგრაციო ვიზების მინიჭებას მხარს უჭერს. როგორც ჩანს, ტრამპი ამ საკითხში მიმდინარე დებატებში ილონ მასკის პოზიციას იზიარებს.
„ყოველთვის მომწონდა ვიზები, ყოველთვის ვიზების მომხრე ვიყავი. სწორედ ამიტომ გვაქვს ისინი“, – განაცხადა ტრამპმა H-1B პროგრამაზე საუბრისას. პროგრამა კომპანიებს უფლებას აძლევს დაიქირაონ უცხოელი მუშები სპეციალიზებულ პროფესიებში. H-1B ეს არის არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალიზებული ცოდნა და ფლობენ ბაკალავრის ხარისხს.
„ბევრი H-1B ვიზა მაქვს ჩემს ქონებაზე. ეს შესანიშნავი პროგრამაა“, – დასძინა ტრამპმა. აღსანიშნია, რომ ტრამპმა თავის პირველ ადმინისტრაციაში უცხოელი მუშაკების ვიზებზე წვდომა შეზღუდა თავის და ის წარსულში კრიტიკულად იყო განწყობილი პროგრამის მიმართ.
მასკი და სხვა ტექ-სფეროს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ H-1B სავიზო პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიებისთვის, რათა მათ შეძლონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელის პოვნა, რომელიც შეიძლება ადვილად არ იყოს ხელმისაწვდომი -ს სამუშაო ბაზარზე.
MAGA-ს (გახადე ამერიკა ისევ დიდებულის) წარმომადგენლებს სურთ, რომ ტრამპმა თავისი დაპირება შეასრულოს, ამერიკელ დასაქმებულებსა და სამუშაო ძალას მხარი დაუჭიროს და უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს იმიგრაციაზე.
ტრამპის ამ კომენტარებს წინ უძღოდა ილონ მასკის ფიცი, რომ ის ამ საკითხის გამო ,,ომშიც” კი წავიდოდა.საკითხზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც X-ის მომხმარებელმა სტივენ მაკიმ მილიარდერის პროგრამა გააკრიტიკა და მასკის წინააღმდეგ მისივე სიტყვები გამოიყენა.
„შეწყვიტე იმისი ოპტიმიზაციის მცდელობა, რაც არ უნდა არსებობდეს“.- ამ წინადადებას მასკი ხშირად იყენებს და სტივენ მაკიმ სწორედ ეს წინადადება გამოიყენა და სარკასტულად დასძინა ,,მოდით, H-1B-ის ოპტიმიზაცია ვცადოთ.” რაზეც მასკმა უპასუხა: „მიზეზი, რის გამოც ამერიკაში ვარ ამდენ კრიტიკულ ადამიანთან ერთად, რომლებმაც ააშენეს SpaceX, Tesla და ასობით სხვა კომპანია, რომლებმაც ამერიკა გააძლიერეს, არის H-1B“.