ტრამპი მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მას გაეროში ელჩად წარადგენს.
„მან დიდი შრომა გასწია, რათა ჩვენი ერის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთეს ახალ ამპლუაში“, — დაწერა ტრამპმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტს დროებით სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეითავსებს.
რუბიო 1970-იანი წლების შემდეგ პირველი ადამიანი იქნება ჰენრი კისინჯერის შემდეგ, რომელიც ერთდროულად სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებს დაიკავებს.
„როდესაც პრობლემა მაქვს, მარკოს ვურეკავ. ის მას აგვარებს“, — განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.
პირველი აპრილიდან მოყოლებული, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სულ მცირე 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ, ჟურნალისტი დაამატა.