ტრამპი: მადუროს ნიუ-იორკში ჩაიყვანენ

ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი ნიუ-იორკში ჩაჰყავთ, -ის სამხედრო ხომალდით, Iwo Jima-თი – აცხადებს -ის პრეზიდენტი, 3 იანვარს, ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში.
გავრცელებული ვარაუდით, მადურო და მისი ცოლი ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს და შემდეგ ხომალდზე გადასვეს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის თქმით, ნიუ-იორკში ორივე მათგანს ბრალს წაუყენებენ.
მათ ბრალად ედება ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები – წერს ბონდი პლატფორმაზე X. კონკრეტულად, მადუროს ადანაშაულებენ “ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში” და “კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში”. მას ასევე ბრალად ედება ავტომატური იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობა.
საბრძოლო ხომალდი Iwo Jima 1960-იან წლებში შეიმუშავეს, უწინარესად საზღვაო ქვეითების გადაყვანისა და ვერტმფრენების გადაზიდვის მიზნით. ამ ტიპის ხომალდი ცნობილი გახდა ვიეტნამის ომში წარმოებული ოპერაციებით, ასევე როგორც მაშველი ხომალდი აპოლოს კოსმიურ მისიებში.
Fox News-სთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ერთი კვირის წინ მადუროს დაურეკა და მოუწოდა დანებებულიყო. “მე მას თავად ველაპარაკე, მაგრამ ვუთხარი – უნდა დათმო, უნდა დანებდე-მეთქი”, ამბობს ტრამპი. თუმცა, მისი თქმით, მადურომ ამაზე უარი განაცხადა.
3 იანვარს, დილით, ტრამპმა დაადასტურა ვენესუელაზე თავდასხმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ