ტრამპი ისევ გეგმავს პუტინთან საუბარს, კრემლში აცხადებენ, რომ კონკრეტულად ჯერ არაფერი იციან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ გეგმავს საუბარს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ეს განზრახვა ტრამპმა დაადასტურა მსოფლიოს წამყვანი IT-კომპანიების ხელმძღვანელებთან თეთრ სახლში, 4 სექტემბერს გამართულ ვახშამზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ უახლოეს ხანში გეგმავს თუ არა პუტინთან საუბარსაც. პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ ამას აპირებს და „კარგი დიალოგი“ აქვთ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ში ომის დასრულების ამოცანის შესრულება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ მას გადაწყვეტენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მედიას უთხრა, რომ რუსეთის და -ის პრეზიდენტების მორიგი საუბრის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია ცნობილი.
4 სექტემბერს პარიზში გაიმართა „მსურველთა კოალიციის” წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც უკრაინის უსაფრთხების გარანტიებზე იმსჯელეს. შედგა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.
უკრაინის პრეზიდენტ ს ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი და რაც მთავარია, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, რათა ომის შეწყვეტა აიძულონ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ფორუმი