დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა საიმისოდ, რომ აშშ-სთან შეთანხმება დადოს ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ “ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს”.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
“გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი იმისთვის, რომ ან შეთანხმება დადონ ან ჰორმუზის სრუტე გახსნან. დრო იწურება, 48 საათი დარჩა, სანამ ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება უფალს!” – წერს ტრამპი.
მანამდე, 3 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმების არ დადების შემთხვევაში ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც მან “ირანის უდიდესი ხიდი ჩამონგრევის” შესახებ სოციალურ მედიაში პოსტი გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ტრამპმა თქვა, რომ ის ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებს. ის წერს, რომ მოლაპარაკებები “ძალიან კარგად” მიმდინარეობს.
Reuters: ირანი აშშ-ს 15-პუნქტიან გეგმას, საჯარო კრიტიკის მიუხედავად, კვლავ განიხილავს
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 15-პუნქტიანი შეთავაზება მიიღო
სურვილების სიაა – ირანი ტრამპის სამშვიდობო შეთავაზებით უკმაყოფილოა
ტრამპმა 23 მარტს განაცხადა, რომ ირანთან “კარგი საუბრების” გამო ენერგოობიექტებზე იერიშებს 5 დღით, 28 მარტამდე შეწყვეტდა. დღეს კი მან ეს ვადა 6 აპრილამდე გაახანგრძლივა.
მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.