ტრამპი ირანის რეჟიმს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება, თუ შეთანხმებას არ დადებენ

-ს პრეზიდენტი შეთანხმების არ დადების შემთხვევაში ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც მან “ირანის უდიდესი ხიდი ჩამონგრევის” შესახებ სოციალურ მედიაში პოსტი გაავრცელა.
“ჩვენს არმიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უდიდესსა და ყველაზე ძლიერის, არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი – ელექტროსადგურები!” – დაწერა ტრამპმა და დაამატა, რომ ირანის “ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რაც უნდა გააკეთოს და ეს მალე უნდა მოხდეს,” რაშიც მან შეთანხმების დადება იგულისხმა.
მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ იერიშების შედეგად “ირანის ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა, ისე, რომ ვეღარასდროს გამოიყენებენ,” რასთან ერთადაც მან ხიდზე საჰაერო დარტყმების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
“დროა ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიანი არაა და სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს დიდებულ ქვეყნად!” – წერდა ტრამპი.