ტრამპი ირანის ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განადგურებას გეგმევს – FT

“ტრამპი ირანის ეკონომიკის და ფინანსური სექტორის განადგურებას გეგმავს” – წერს გამოცემა Financial Times-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, არსებობს მოლოდინი, რომ ს ადმინისტრაცია განაახლებს აგრესიულ პოლიტიკას ირანთან, რათა ჩამოიშალოს მისი პროქსი ძალების დაფინანსება და ვეღარ შეძლოს ბირთვული იარაღის დამზადება.
“ის მოტივირებულია, რომ გააკოტროს ირანი, მაქსიმალურად უხეში პოლიტიკის და მძლავრი ზეწოლის შედეგად” – ამბობენ ტრამპის ადმინისტრაციაში. ეს კი ნიშნავს ამერიკის პოლიტიკის ცვლილებას დემოკრატების დროიდან მოყოლებული – ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა თქვა, რომ ირანთან საჭიროა შეთანხმების დადება, თუმცა მისივე გუნდში განმარტავენ, რომ ტრამპს მხედგელობაში აქვს ირანის იძულება, დასვას ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის წარმოება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როცა ამერიკა ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, ამის საპასუხოდ კი ირანმა დაიწყო ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღის ურანის დონემდე.
სანქციები ძალაში დარჩა დემოკრატების მოსვლის შემდეგაც, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციას არ აღმოაჩნდა გამბედაობა, უფრო უხეშად მიდგომოდა ირანის საკითხს, რის გამოც ირანმა თითქმის გაასამმაგა 4 წელიწადში ნედლი ნავთობის ექსპორტი, 400 ათასი ბარელიდან 1.5 მილიონ ბარელამდე. ამ მოცულობის თითქმის 99%-ს კი ჩინეთი ყიდულობს.
ტრამპის მრჩევლები მას არწმუნებენ, რომ ძალზე სწრაფად იმოქმედოს ირანთან მიმართებაში თეთრ სახლში შესვლის მერე. მაიკ ვოლცი ჯერ კიდევ კონგრესმენობის პერიოდში დაეხმარა ტრამპის ადმინისტრაციას, მიეღო კონგრესს კანონი მეორადი სანქციების დაწესებაზე ირანისთვის და ჩინეთისთვის ირანული ნავთობის შესყიდვის გამო, თუმცა ეს კანონი სენატმა მაშინ ჩააგდო.მაქსიმალური ზეწოლის კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკამ მოუსპოს ირანს მისი არმიისთვის და პროქსი ძალებისთვის საჭირო ფინანსების წყაროები, თუმცა მისი საბოლოო მიზანია აიძულოს ირანი დადოს ახალი ბირთვული შეთანხმება და შეცვალოს პოლიტიკა რეგიონში.