ტრამპი ირანის “ახალ” რეჟიმს ინფრასტრუქტურაზე იერიშებით ემუქრება, თუ შეთანხმებას არ დადებენ

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტი ირანის რეჟიმს ენერგოინფრასტრუქტურაზე გამანადგურებელი იერიშებით დაემუქრა, თუკი ისინი სამშვიდობო შეთანხმებას არ დადებენ.
სერიოზულ დისკუსიებს მართავს [ირანის] ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან, რათა ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციები დავასრულოთ. დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, რაც, სავარაუდოდ, მიიღწევა, და ჰორმუზის სრუტე მყისიერად არ “გაიხსნება ბიზნესისთვის,” ჩვენ ირანში მშვენიერ “სტუმრობას” დავასრულებთ მათი ელექტროენერგიის ყველა გენერატორის, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის (და შესაძლოა, წყლის გამტკნარების ყველა ქარხნის!) აფეთქებითა და სრული განადგურებით, რისთვისაც ჩვენ ჯერ ხელი განზრახ არ გვიხლია. ეს იქნება შურისძიება ჩვენი მრავალი სამხედროსა და სხვებისთვის, რომლებიც ირანმა დახოცა და მოკლა რეჟიმის 47-წლიანი “ტერორის მმართველობის” დროს” – წერს -ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით აშშ-ს მიერ თეირანისთვის არაპირდაპირი გზით გადაცემულ წინადადებებს არალოგიკური და გადაჭარბებული უწოდა.