ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების ფონზე, რეგიონში მეორე ავიამზიდის გაგზავნას განიხილავს – Axios

ახლო აღმოსავლეთში მეორე საავიამზიდო მოიერიშე ჯგუფის გაგზავნას განიხილავს ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებისთვის რომ მზად იყოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან მოგვიწევს მკაცრი ზომების მიღება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას მომავალი კვირისთვის ელოდება.
„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთიც გაიგზავნოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვს და სამხედრო საფრთხის შემდეგ ბევრად უფრო სერიოზულად არის ჩართული პროცესში. მისივე თქმით, გასული წლის ივნისში ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ „მოლაპარაკებები ძალიან განსხვავებულია“.
„ჩვენ შეგვიძლია ირანთან შესანიშნავი შეთანხმების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეთანხმება არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგსაც უნდა ეხებოდეს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?