ტრამპი: ირანთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, ვიწყებთ ჰორმუზის ბლოკადის პროცესს

[ირანის წარმომადგენლებთან] შეხვედრა კარგად წარიმართა, საკითხების უმეტესობაზე შევთანხმდით, მაგრამ ერთადერთ საკითხზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო – ბირთვულზე – შეთანხმება ვერ შედგა. -ს საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაუყოვნებლივ დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკადის პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდება.
რაღაც ეტაპზე მივაღწევთ მდგომარეობას, როცა “ყველას შეეძლება შესვლა და ყველას – გამოსვლა”, მაგრამ ირანმა ამ ეტაპზე ეს არ დაუშვა იმის თქმით, რომ “შესაძლოა სადღაც ნაღმი იყოს“, რომლის შესახებაც არავინ იცის, მათ გარდა. ეს არის მსოფლიოს შანტაჟი და ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, არასოდეს დაექვემდებარებიან შანტაჟს.
ასევე დავავალე ჩვენს საზღვაო ძალებს, იპოვონ და შეაჩერონ ყველა ის ხომალდი საერთაშორისო წყლებში, რომელმაც ირანს [ჰორმუზის სრუტეში გასასვლელად] გადასახადი გადაუხადა. არავინ, ვინც არალეგალურ გადასახადს იხდის, არ იქნება უსაფრთხოდ ღია ზღვაში. ასევე დავიწყებთ იმ ნაღმების განადგურებას, რომლებიც ირანმა სრუტეში განათავსა. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენზე ან მშვიდობიან გემებზე ცეცხლს გახსნის, სრულად განადგურდება!
ირანმა ყველაზე კარგად იცის, როგორ დაასრულოს ეს სიტუაცია, რომელმაც უკვე გაანადგურა მათი ქვეყანა. მათი ფლოტი აღარ არსებობს, მათი ავიაცია აღარ არსებობს, მათი საზენიტო სისტემები და რადარები უსარგებლოა, ხამენეი და მათი “ლიდერების” უმეტესობა მკვდარია – ყველაფერი მათი ბირთვული ამბიციების გამო.
ბლოკადა მალე დაიწყება. ამ ბლოკადაში სხვა ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. ირანს არ მიეცემა საშუალება, ამ უკანონო შანტაჟიდან სარგებელი მიიღოს. მათ სურთ ფული და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბირთვული შესაძლებლობები. ასევე, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და ჩვენი სამხედრო ძალები, საჭირო დროს, დაასრულებენ იმას, რაც ირანისგან დარჩენილია.