ტრამპი ინდოეთს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვისთვის დამატებით საბაჟო გადასახადს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აგვისტოს გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. ტრამპის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ინდოეთი პირდაპირ ან ირიბად ს ნავთობს იღებს.
ინდოეთს -მა უკვე დაუწესა 25%-იანი გადასახადი მის იმპორტზე. ამიერიდან ინდოეთიდან შეტანილ საქონელზე გადასახადების საერთო რაოდენობა 50%-ს შეადგენს.

„ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსეთის ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ მის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე უზარმაზარი მოგებით ყიდის“, – დაწერა ტრამპმა 4 აგვისტოს სოციალურ ქსელ Truth-ზე. – „მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანი იღუპება ში რუსული საომარი მანქანისგან“.

ტრამპის 6 აგვიტოს განკარგულებაში განმარტებულია, თუ რას ნიშნავს რუსეთის ნავთობი: “ტერმინი „რუსეთის ფედერაციის ნავთობი“ ნიშნავს ნედლ ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს, რომლებიც მოპოვებულია, გადამუშავებულია ან ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციიდან, მიუხედავად იმ პირის ეროვნებისა, რომელიც მონაწილეობს ასეთი ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების წარმოებაში ან რეალიზაციაში”.

ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი
მყიდველია. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნავთობპროდუქტებად გადამუშავდება, რომლებიც შემდეგ სხვა ქვეყნებს მიეწოდება. კერძოდ, ინდოეთი ევროკავშირში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.

ახალი განკარგულებით ტრამპი ავალებს კაბინეტის შესაბამის მინისტრებს, განსაზღვრონ “ახორციელებს თუ არა სხვა ქვეყანა რუსეთის ნავთობის პირდაპირ თუ ირიბ იმპორტს”. თუ ეს დადგინდა, ტრამპის თანახმად, მას პასუხისმგებელი პირები გაუწევენ რეკომენდაციას: “უნდა მივიღო თუ არა ზომები ამ ქვეყნის მიმართ, მათ შორის, უნდა დავაწესო თუ არა დამატებითი 25%-იანი საბაჟო გადასახადი ამ ქვეყნის პროდუქციის იმპორტზე”, – წერია განკარგულებაში.