ტრამპი ილონ მასკთან ერთად Starship SpaceX-ის სატესტო გაფრენას დაესწრო

-ის არჩეული პრეზიდენტი, ილონ მასკთან ერთად ბრაუნსვილში (ტეხასი) Starship SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენებადი სუპერ მძიმე რაკეტა-მატარებელის სატესტო გაშვებას დაესწრო, – წერს BBC.
ეს Starship SpaceX-ის მეექვსე სატესტო გაფრენაა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 13 ოქტომბერს SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. ამ ფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება. აფრენის შემდეგ ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა და წარმატებით დაეშვა.
ერთი კვირის წინ, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა.
წყარო: იმედინიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…